LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია დღის ბოლომდე იგეგმება – აჭარის მთავრობა

66

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას, ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამოდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანმშრომელი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის, განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები