LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით გზის სამუშაოები დასრულდა

106

ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით 4-კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტ-ბეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინაბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო 7“ აწარმოებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები