LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში, ტორფის წვის გამო, მცირე ტერიტორიაზე დაკვამლიანებაა

97

ხულოში, შავნაბადას მთაზე, ცეცხლის ღია კერები არ ფიქსირდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

უწყების ცნობით, მცირე ტერიტორიაზე ტორფის შიდა წვა მიმდინარეობს, სადაც მაშველი-მეხანძრეები პრევენციულ ღონისძიებებს აწარმოებენ.

მათივე ინფორმაციით, ტორფის წვის გამო, მცირე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები