LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი მხატვრის ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

39

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „კავკასიის გავლით”.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს პროექტით გათვალისწინებულ რიგით მეოთხე  გამოფენას, რომელიც აერთიანებს ხუთი მხატვრის ნამუშევრებს კავკასიის ქვეყნებიდან: დაღესტანი – ტაუს მახაჩევა, ჩეჩნეთი – ასლან გაისუმოვი, სომხეთი – ვაჰრამ აღასიანი, აზერბაიჯანი – ალი ჰასანოვი და საქართველო – ვაჟიკო ჩაჩხიანი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ობიექტები და ვიდეოინსტალაციები, რომლებშიც იგრძნობა საბჭოთა ეპოქის კვალი. კავკასიის ქვეყნების ხელოვანები ერთგვარი ირონიით გამოხატავენ თანამედროვე მდგომარეობას, როგორც სიბნელიდან გამოსულ, უცნობი მომავლის მოლოდინში არსებულ ცხოვრებას.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“, ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით.

გამოფენა „კავკასიის გავლით“ 25 ნოემბერს გაიხსნება და  12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

across_the_caucasus

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები