LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი ნაბიჯი სიმდიდრისკენ

122

ვის არ უნდა იყოს მდიდარი, შემდგარი ადამიანი, თუმცა საამისოდ შრომა, ცოდნა და გამართლებაა საჭირო. თუმცა არის კიდევ ისეთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითალისწინოთ, წარმატების მიღწევა თუ გსურთ.

ჩამოაყალიბეთ საკუთარი ფინანსური მიზნები

მიზნის გარეშე არ არსებობს გეგმა, გეგმის გარეშე კი – მხოლოდ ოცნებებია. ზუსტად განსაზღვრეთ, რა თანხა გინდათ გქონდეთ ანგარიშზე, სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ კი, თამამად შეგიძლიათ აღნიშნოთ საკუთარი გამარჯვება. არაა საკმარისი თქვათ: “მინდა ბინის ყიდვა!” საჭიროა ზუსტად გათვალოთ, რა თანხა გჭირდებათ მორიგი მიზნის განსხორცილებლად, რადგან როცა ციფრები მუმივად გონებაში გაქვთ, მიზნის მიღწევაც უფრო მარტივი ხდება.

აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები
მუდმივად აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები და თუნდაც კვირაში ერთხელ, წვრილმანების ჩათვლით დათვალეთ, თუ რა თანხის დახარჯვა მოგიწიათ, მერე კი, გადაწყვიტეთ სად შეგიძლიათ ეკონომიის გაკეთება და შეადგინეთ რეალური ბიუჯეტი. სწორედ დეტალური ნუსხა დაგეხმარებათ აიცილოთ თავიდან არაფრისმომცემი ხარჯები.

ისწავლეთ უარის თქმა
ვალად გაცემული თანხა, როგორც წესი, არ ბრუნდება. ისწავლეთ უარის თქმა და ნაკლებად საიმედო ადამიანებს ნურასდროს ასესხებთ ფულს. ზედმეტად მომაბეზრებელ ნაცნობებს კი, თავისუფლად შეგიძლიათ უთხრათ: “საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ფულის სესხება სერიოზულად აფუჭებს ურთიერთობას, მე კი, ძალიან გაფასებ და არ მინდა ჩვენი მეგობრობით გარისკვა”.

ყოველთვის გქონდეთ საკუთარი ანგარიში
თუ საყვარელ ადამიანთან ერთად გადაწყვიტეთ ცხოვრება და თქვენი პარტნიორი საერთო ბიუჯეტის ქონას გთავაზობთ, სასწრაფოდ თქვით უარი, რადგან როგორი დიდიც არ უნდა იყოს ცდუნება ყველაფერი საყვარელ ადამიანთან ერთად გაინაწილოთ, ეს მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. თქვენ ვერასდროს აკონტროლებთ ხარჯებს და არც თქვენი რჩეულისთვის საჩუქრის შესაძენად დაგრჩებათ ფული.

ისწავლეთ საკუთარი თავის დაფასება
დაბალი თვითშეფასება – ტიპიური პრობლემაა. აკონტროლეთ შრომის ბაზარი, გაარკვიეთ რამდენს იღებენ თქვენი დონის სპეციალისტები და თამამად მოითხოვეთ ხელფასის მომატება. ალბათობა, რომ ხელმძღვანელობა თქვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებს, დიდი არ არის, მაგრამ თქვენ მაინც სცადეთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები