LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხვალ ეს სამგზავრო სავარძლები ჩვილების მშობლებს გადაეცემათ”

102

“ხვალ ეს სამგზავრო სავარძლები ჩვილებს გადაეცემათ და მათ მშობლებს ავუხსნით, თუ რამდენად მნიშვნელივანია სამგზავრო სავარძლის გამოყენება მოზარდებისთვის” – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენელი ეკა ლალიაშვილი ავრცელებს.

როგორც მან “ფორტუნას” აცნობა, ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, “იმედის კლინიკასა” და “საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში” შეხვედრას გამართავს, სადაც მშობლებს ინფორმაციას მიაწვდის საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე და საჩუქრად გადასცემს ახალშობილებს.

შეხვედრა საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით“ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს.

საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახებისდროს დაზიანებისგან და ფატალური შემთხვევისგან.

ევროპული კანონმდებლობით 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობა კი სავარძლის გამოყენებას მშობლებს არ ავალდებულებს.

აღსანიშნავია, ბოლო 3 წლის (2015-15-16წ) განმავლობაში7 წლამდე, 31 მოზარდი დაიღუპა და 988 დაშავდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები