LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საქართველოსთვის ისტორიული დღე დგება: ”კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ყველა მოქალაქეს!”

74

თანამედროვე საქართველოსთვის 28 მარტი ისტორიული დღეა, ძალაში შედის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

”კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან კონკრეტული შედეგი და დაფასება იმ რეფორმების, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური ჩართულობით. ეს არის დაფასება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების, რომელიც 2013 თებერვლიდან აქტიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც საქართველოს გადმოეცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

ეს პროცესი მთელი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა. ველოდით ამ დღეს, როცა შევძლებდით უკვე გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით შეუძლია მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში. თუმცა, ეს დღე და ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა და ევროპის ქვეყნების კარი იღება, ეს დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია – ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში”, – განაცხადა ხულორდავამ.

ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმო ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები