LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ტრამპი პუტინს შეხვდება

47

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 10 ნოემბერს ვიეტნამში შეხვდება.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ შეხვედრის ზუსტი საათი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგება. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირი შეხვედრა ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები