LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ბაკურიანში ზაფხულის სეზონი იხსნება – რა ღირს გართობა?

510

1 ივლისიდან ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 2017 იხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის  ინფორმაციით,  მთელი სეზონის დიდველზე ყველა საბაგირო  ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს – 11.00 – 18.00 -მდე. ამასთან, 2 ივლისს – საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბაკურიანში (დიდველი ) საბაგიროთი ერთი ასვლა – 5 ლარი ეღირება; ბარათი ,,პანორამა’’ – (ნოდო, დეკა, პანორამა) – 12 ლარი; ველო ბილეთი (ერთი დღე) – 12 ლარი; ტობოგანი ერთი ჩამოსრიალება – 10 ლარი ; ხოლო ზაფხულის ბარათი – 60 ლარი.

”ზაფხულის ბარათში შედის: მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ მართულ ყველა კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ზაფხულის განმავლობაში შეუზღუდავად სარგებლობა. ასევე ყველა კურორტის ნებისმიერ ბილეთზე ვრცელდება 20% და 30% ფასდაკლებები, ჯგუფების შემთხვევაში. ჯგუფებზე 10 -დან 20 ადამიანამდე – 20%, ხოლო 20-დან ზევით 30%-იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული”, – ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები