LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება

126

ხვალიდან ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება – ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადასტურებს.

პირველ ეტაპზე, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 250 ჰექტარის აღდგენა მოხდება და ნახანძრალზე ძირითადად კავკასიური ფიჭვი დაირგვება, განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

„ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რადენიმე დღის წინ. ხვალიდან ვიწყებთ ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების დარგვას. მოხდა პროექტის შედგენა და პროექტის მიხედვით, წელს შემოდგომის სეზონზე 144 ჰექტრამდე ძირითადად ფიჭვის სახეობა-კავკასიური ფიჭვი დაირგვება,” – აღნიშნა თორნიკე გვაზავამ.

მისი განცხადებით, ტყის აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.

თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტყის აღდგენითვის დაახლოებით 200 000 ლარია განსაზღვრული.