LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა მალე კვლავ წვიმიანი ამინდი გველის

95

მცირე წვიმა და ნისლი თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში დღის პირველ ნახევარში შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოში კი დღეს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

4 – 6 აპრილს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე  უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.

7 – 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები