LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

111

ხვალიდან, 10 ოქტომბრიდან, საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ქარიც. ტემპერატურა კი 16-21 გრადუსამდე დაიკლებს.

როგორც საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ, განაცხადა, ისეთი მაღალი ტემპერატურა, როგორიც დღესაა, მხოლოდ დღის ბოლომდე შენარჩუნდება. 10 და 11 ოქტომბერს კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო მასები გავრცელდება.

რაც შეეხება 12-13-14 ოქტომბერს, შედარებით გამოიდარებს, თუმცა მთელ საქართველოში არა.ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. 15 ოქტომბრიდან კი ყველგან ისევ წვიმას, ქარსა და ტემპერატურის დაკლებას ველოდებით,“ – განაცხადა ნიორაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები