LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

42

ხვალიდან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს  ზოგ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, განუცხადა.

უწყების ცნობით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ღამით 17, დღისით 22 გრადუსი იქნება, მთაში  ღამით 13, დღისით – 18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით 18, დღისით 23 გრადუსი სითბო იქნება; მთაში ღამით – 8, დღისით 13 გრადუსი სითბო.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს ღამე და ხვალ დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით 21, ღამით 11 გრადუს სითბოს უნდა ველოდოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები