LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან თბილისის გზებზე ჭკვიანი კამერები ჩაირთვება (ვიდეო)

67

1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება.

ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა აფიქსირებს:

  • მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას
  • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას
  • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას
  • სიჩქარის გადაჭარბებას
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას

პროგრამა, ამ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმას ავტომატურად გამოწერს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.

წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟება იგეგმება.

გარდა ამისა,ხვალიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც.

კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ჯარიმებზე ფასდაკლება მოქმედებს.

თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

შსს მძღოლებისთვის სპეციალურ ვიდეოსაც ავრცელებს:

ნახეთ ამ თემაზე უფრო ვრცლად “ფორტუნას” სტატია: 20%–იანი ფასდაკლება ჯარიმებზე და ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ვიდეოჯარიმებს ვეღარ “ჩამოიწერთ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები