LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კი ბატონო, საქმე გააკეთეთ ლაპარაკის ნაცვლად – კახა კალაძე ოპოზიციას

48

“მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას – ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკრებულოში განაცხადა, სადაც თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

მან ოპონენტებს მოუწოდა პოლიტიკური ქულების დაწერის ნაცვლად, დედაქალაქზე იფიქრონ.

“თქვენ სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, არამედ უნდა ითხოვდეთ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას.

დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრიდან უნდა შედიოდეთ, თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო – საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს”- განაცხადა კალაძემ.