LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კი მაგრამ მარადონა?! ისტორიაში საუკეთესო გოლი ვიღაც მექსიკელს გაუტანია (ვიდეო)

40

ფიფამ ფეისბუქზე 31 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით გამოკითხვა ჩაატარა: 32 გოლი წარადგინა (სხვადასხვა ტურნირზე გატანილი.) და ისტორიაში საუკეთესოც გამოავლინა.

პირველ ადგილზე მექსიკელი მანუელ ნეგრეტეს მიერ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ბულგარეთის კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ ფინალში ვერ მოხვდა ამავე 1986 წლის ჩემპიონატზე დიეგო მარადონას გოლი ინგლისის წინააღმდეგ. ფინალში გავიდა ნეგრეტესა და ბრაზილიელი ედერის გოლი (1982 წელს, სსრკ-ის კარში). ბოლო ეტაპზე ნეგრეტემ დიდი უპირატესობით აჯობა ედერს.

 

ნეგრეტეს საუკეთესო გოლი


ედერის ეს გოლი მეორეზე გავიდა. რატომ?

 

მარადონას ის მთავარი გოლი ერთხელაც გავიხსენოთ და შევადაროთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები