LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერთავდასხმის მონაწილეებმა კრიპტოვალუტაში თანხა მოითხოვეს – სამოქალაქო ავიაციის უფროსის მოადგილე

76

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა​ კრიპტოვალუტაში თანხა ​მოითხოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლევან კარანაძემ განუცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, მიზანი იყო კრიპტოვალუტის გადახდა და თანხის მიღება. რაოდენობაზე არ იყო საუბარი, უბრალოდ შეტყობინება იყო დატოვებული,” – განაცხადა კარანაძემ.

მისი თქმით, ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმას სააგენტოს მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია. ლევან კარანაძის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის მონაწილეებს რაიმე ტიპის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ მოუპოვებიათ.

როგორც ცნობილია, მიმდინარეობს სერვერის აღდგენის სამუშაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები