LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბოს რევოლუციურ ვაქცინას, თაგვების შემდეგ, 35 ადამიანზე გამოცდიან

84

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები იმედოვნებენ, რომ თაგვებზე მათი ექსპერიმენტის შედეგები, ადამიანებზეც განმეორდება.

მათ მიერ შექმნილ რევოლუციურ “კიბოს ვაქცინას”, რომელმაც დაავადებული თაგვების 97% განკურნა, შემდეგ საფეხურზე ადამიანებზეც გამოცდიან. ამისთვის სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები 35 მოხალისეს ეძებენ.

ცდები თაგვებიდან ადამიანებზე, ამ წლის ბოლოს გადაინაცვლებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ მკურნალობის ეს მეთოდი თაგვებზე ძალიან კარგად მუშაობს. ათიდან ცხრა თაგვი ერთი ინექციის გაკეთებისთანავე განიკურნა, ხოლო დანარჩენი – განმეორებითი ინექციის შემდეგ.

“ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ეს კვლევა ძალიან ადრეულ ეტაპზეა. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ იმაზე, რომ წამლის უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ. ასევე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ვაქცინა ისეთი კარგია, როგორსაც ველით“, – განაცხადა ექიმმა დონალდ ლევიმ.

მანვე განმარტა, რომ კვლევაში ორი პრეპარატი ერთდროულად გამოიყენება და ისინი პირდაპირ სიმსივნეზე მოქმედებენ – ეს კი სხეულის მასშტაბით, საოცარ რეაქციას იწვევს და იმუნური სისტემა იწყებს კიბოს უჯრედებთან ბრძოლას.

“თითოეული პაციენტი გაივლის რადიაციულ თერაპიას, შემდეგ კი ორი განსხვავებული წამლის ინექციას მიიღებს.

როდესაც ამ ორ აგენტს ერთდროულად ვიყენებთ, ჩვენ ვხედავთ მთელ სხეულში სიმსივნის დამარცხებას. ეს წამალს უნივერსალურს ხდის”, – განაცახდა ექიმმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები