LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ლუცერნში: კაკაბაძე ესპანეთიდან შვეიცარიაში წავიდა

37

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე შვეიცარიის კლუბ “ლუცერნში” გადავიდა.

23 წლის ქართველი მცველის ტრანსფერი ნახევარ მილიონ ევროდ შეფასდა.

მოგეხსენებათ, „ლუცერნში“ გამოდის კიდევ ერთი ჩვენიანი, ნაკრების წევრი ვაკო გვილია.

“ლუცერნი” ტრანსფერს მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, კაკაბაძის დებიუტი კი ახალ კლუბში, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შედგება.

“ლუცერნს” ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

ოთარ კაკაბაძე ესპანეთის მეორე ლიგის (LaLiga 1/2/3) „ჟიმნასტიკში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში გასულ უქმეებზეც ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები