LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი შემთხვევა ლონდონის მეტროსთან – დაღუპულია 1, დაშავებულია 2 ადამიანი

38

ლონდონში, მეტროსადგურ „პარსონს გრინთან“, დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ გაზეთი „მირორი“ წერს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტროს სადგური „პარსონს გრინი“ გამოძიების ჩატარების მიზნით დაკეტეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები