LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი სპარინგი: საქართველო იორდანიას ეთამაშება

94

საქართველოს ნაკრები 25 იანვარს ამხანაგურ მატჩს იორდანიასთან გამართავს.

საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციების მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის იანვარში, დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გუნდი იორდანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე დუბაიში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები