LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის სასამართლომ სამართალდამცველებს სააკაშვილის გატაცებისა და ქვეყნიდან გაძევების გამოძიება დაავალა

88

პარტია ,,ახალ ძალთა მოძრაობის” პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კიევის სასამართლომ უკრაინელ სამართალდამცველებს მიხეილ სააკაშვილის გატაცებისა და ქვეყნიდან გაძევების ფაქტის გამოძიება დაავალა.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება პეჩორის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატის განცხადების საფუძველზე მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებისთანავე, მათ პოლიციას მიხეილ სააკაშვილის გატაცების შესახებ აცნობეს, რადგან ძალოვანებს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.

თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული მართლმსაჯულების იმედი არა აქვს.

პოპულალურები