LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში ამინა ოკუევას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა

66

კიევში ამინა ოკუევას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ამის შესახებ კიევის ოლქში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ნიკოლაი ჟუკოვიჩმა, „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დილით საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფმა და ექსპერტებმა მუშაობა შემთხვევის ადგილზეც განაახლეს.

გუშინ, კიევის ოლქში, კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ. ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მათი მანქანა რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა. ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი კი ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები