LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში ეროვნული გვარდიის და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

70

კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული გვარდიის და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს რკინის სპეციალური ჯებირები ჰყოფთ. ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

იგეგმება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, პრესკონფერენციაც.

აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სპეციალური ბარიერების აგებას დილიდან ცდილობენ. ადგილზე მიტანილია საბურავები. მათი თქმით, ბარიკადების აგების მიზეზი სამართალდამცველების მოსალოდნელი თავდასხმებია, რომელიც, როგორც აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დაახლოებით ორი საათის წინ კი, სპეცრაზმის თანამშრომლებმა კარვების ქალაქში შესვლა და აქციის მონაწილეების დაშლა სცადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები