LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება

72

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. მიხეილ სააკაშვილი უკვე სასამართლო დარბაზში იმყოფება. პროცესზე დასწრების უფლება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, მისი ოჯახის წევრებსა და ჟურნალისტებს მისცეს.

სასამართლოს შენობის გარეთ შეკრებილნი არიან მისი მხარდამჭერები და პოლიტიკური თანამოაზრეები.

შენობის მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილზე 300-მდე პოლიციელი იმყოფება.

იმისათვის, რომ სააკაშვილმა პრესისთვის კომენტარის გაკეთება შეძლოს, მოსამართლე ლარისა ცოკოლმა შესვენება გამოაცხადა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს. ამასთან, პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები