LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა(ვიდეო)

36

უკრაინის რადასთან ოპოზიციის აქტივისტების შეკრება დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად, პოლიციელები მოედანზე შეკრებილებს პირადი ნივთებისა და საძილე აღჭურვილობის შეტანის საშულებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. როგორც უკრაინული სააგენტოები იტყობინებიან, აქტივისტებმა რამდენიმე პოლიციელს დამცავი ფარი წაართვეს. რადასთან ამ დრომდე ასობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პარტია და სხვა ოპიზიციური ძალები მართავენ.

აქციის მონაწილეებს კვლავ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ.

„ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, რომ ყველა ჩინოვნიკმა, მინისტრმა, პრეზიდენტმა პასუხი აგოს თავის საქციელზე. ყველამ, ვინც ქვეყანას ყიდდა, დაისაჯოს,“- განაცხადა რადას დეპუტატმა, სემენ სემენჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პარლამენტის შენობასთან უვადო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები