LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

28

კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა.

ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი, ელენე გიტლიანსკაია, აკეთებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები კიევში მომხდარი აფეთქების ფაქტს იძიებენ, რომლის შედეგად დაშავდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, იგორ მოსიიჩუკი და კიდევ ოთხი მოქალაქე. ორი ადამიანი დაიღუპა,“ – დაწერა ელენე გიტლიანსკაიამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში ტელეკომპანია „ესპრესოსთან“ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები