LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში მომხდარი აფეთქებისას ავტომანქანაში Dior-ის ყოფილი სახე იმყოფებოდა

43

ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქებისას ავტომანქანაში, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, Dior-ის ყოფილი სახე და ცნობილი მოდელი იმყოფებოდა. უკრაინულმა მედიამ დაშავებულის მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს, რომ დაშავებული ქალი ცნობილი მოდელია, მისი სახელია ნატალია. მან მოდელის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ერთი ქალი დაშავდა. აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის უცნობია თუ რა აკავშირება Dior-ის ყოფილ სახეს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები