LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში საპროტესტო აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა

52

კიევში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იუწყება.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ პოლიცია მათ მანქანას, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი აპარატურაა დამონტაჟებული, საბურავებს უჭრის და მოუწოდა მიტინგის მონაწილეებს, წავიდნენ და „მანქანა დააბრუნონ“. ამ მომენტამდე ყველა სიტყვით გამოსვლა სცენაზე სუსტი აპარატურით გადაიცემოდა, რის გამოც გამომსვლელთა ხმა ცუდად ისმოდა.

როდესაც აქტივისტები აპარატურით დატვირთულ მანქანასთან მივიდნენ, პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა. აქტივისტებმა კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. კიევში აქცია გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები