LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში სასტუმროებმა ფულის შოვნა გადაწყვიტეს: ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ასე იცის

45

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს, 26 მაისს, კიევური სასტუმროები გამდიდრებას გეგმავენ. booking.com-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, კიევის სასტუმროები 25-26 მაისს ლუქს ნომერს 8000 ევროდ გააქირავებენ, მინიმალური ფასი კი 150 ევრო იქნება.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა ბრიტანელი კოლეგების მიერ გაგზავნილი ხარჯთაღრიცხვის სქრინშოტები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, მათ კიევში სასტუმროს ნომრის ნაქირავებ ერთ ღამეში 1,500-დან 11 000 გირვანქამდე დაუჯდათ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები