LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

28

კიევის პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღური თავდასხმისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. როგორც კიევის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშენკომ განაცხადა, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე.

მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და ჩანთა წაართვეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფული იდო. ისინი დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.

დაკავებისას მათ ამოუღეს იარაღი. გამოძიება ამ ჯგუფის მიერ სხვა ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ფაქტების დადგენაზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები