LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კილაძე მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მოდელი საუკეთესოა

63

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებებს შორის ბალანსს უზრუნველყოფს.
”ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და მასში ყოფილიყო ბევრი ადამიანი ჩართული. ეს ის მოდელია, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. თუ რაიმე საკითხი იქნება ახალი და არსებითი, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ. პროექტი, რომელიც გვაქვს შემუშავებული, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სახით უნდა მივიღოთ. ეს მოდელი, რაც მე მოვისმინე, არის საუკეთესო”, – განაცხადა კილაძემ.

პარლამენტმა დღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო. 18 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტს თავდაპირველად თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ამის შემდეგ განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. საკითხი დღესვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები