LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინიმ გუამზე სარაკეტო დარტყმებისთვის მომზადების ბრძანება გასცა

84

ჩრდილო კორეის ლიდერი გუამზე სარაკეტო იერიშის შესახებ მომზადებულ გეგმას გაეცნო. კიმ ჩენ ინი სამეთაურო შტაბში იმყოფებოდა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სარაკეტო დარტყმებისთვის მომზადება უბრძანა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თუმცა, ფხენიანის ლიდერის  თქმით, იგი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამერიკელების ნაბიჯებს დააკვირდება.

პენტაგონის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ფხენიანი და განაცხადა, რომ ნებისმიერი შეტევა ომში გადაიზრდება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების ძრავები უკრაინული წარმოებისაა და, სავარაუდოდ, ფხენიანმა ისინი შავ ბაზარზე შეიძინა. ოფიციალური კიევი უკვე გამოეხმაურა სტატიას და ჩრდილო კორეის სარაკეტო პროგრამებთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „არავის შეუძლია, სამხედრო ქმედების გადაწყვეტილება თანხმობის გარეშე მიიღოს“.

გუამთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის მწვავე რიტორიკა გასულ კვირას გამწვავდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები