LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინის ბალისტიკური რაკეტები იაპონიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

79

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა, რომელიც იაპონიის ზღვაში, ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა. ტოკიოში აცხადებენ, რომ რაკეტებმა მანძილი 40 წუთში დაფარეს.

კიმ ჩენ ინის თავდაცვის უწყებამ ბალისტიკური იარაღი ადგილობრივი დროით 03.40-ზე გაუშვა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ფხენიან-პუკტოდან.

საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა იაპონიის ზღვაში გემები წინასწარ გააფრთხილა, რომ მათთან ახლოს, შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდნილიყო.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდის შემთხვევები მკვეთრად გაზარდა. მარტის დასაწყისში კიმ ჩენ ინის ხელისუფლებამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და განაცხადა, რომ ეს იყო სწავლება, იაპონიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის განსახორციელებლად.

16 აპრილს ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები წარუმატებლად გაისროლა, რის შემდეგაც აშშ-მ რეგიონში სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები გაუშვა, რაზეც ჩრდილოეთ კორეის რეაქცია ძალიან აგრესიული იყო.

21 მაისს ფხენიანმა განაცხადა, რომ გააგრძელებდნენ რაკეტების გაშვებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები