LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებით, შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღე აღინიშნება

120

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ იესოს შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღე იზეიმა.

ჯონგ სუკი 1919 წელს, 24 იანვარს დაიბადა. ის ანტი-იაპონელი პარტიზანი და კომუნისტი იყო. ჯონგი ცოლად გაჰყვა კიმ სუნგ მეორეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის პირველი დიქტატორი იყო.

კორეელები ხშირად დადიან ჯონგ სუკის საფლავზე მისთვის პატივის მისაგებად. პირველი დიქტატორის ცოლი ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა 1949 წელს.

კიმ ჩენ ინს იმდენად სძულს შობა, რომ 2014 წელს ომის საშიშროებაც კი გაჩნდა,როდესაც სამხრეთ კორეამ საზღვართან დიდი საშობაო ნაძვის ხის დადგმა გადაწყვიტა.

ამ დამოკიდებულების მიუხედავად, საშობაო ხეების ნახვა ფხენიანში მაინც შეიძლება, უმეტესად – მაღაზიებსა და რესტორნებში,თუმცა სასტიკად აკრძალულია მასზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება.

ფხენიანში ძალიან ბევრი კათოლიკე ცხოვრობდა და მათ ეპისკოპოსიც კი ჰყავდათ. 1950-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლებამ დააპატიმრა ყველა ქრისტიანი აქტივისტი ქვეყანაში.

ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის უსასტიკეს ციხეებში 70 ათასამდე ქრისტიანი იხდის სასჯელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები