LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რომლებიც გაშვებისთანავე კვლავ აფეთქდა

62

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, თუმცა წარუმატებლად. სამხრეთ კორეელი სამხედროების ინფორმაციით,რაკეტამ სტარტი პროვინცია ფხენიან-ნამდოდან აიღო და მალევე აფეთქდა.  

„ჩრდილოეთ კორეამ გაურკვეველი წარმოშობის რაკეტები გაუშვა დღეს დილით,“ – სეულში შტაბის ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის განცხადებას სააგენტო Yonhap ავრცელებს. ~

რაკეტების გამოცდის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია თეთრი სახლიც. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ პრეზიდენტს დეტალურად ეცნობა.

„ჩრდილოეთ კორეამ უპატივცემულობა გამოიჩინა ჩინეთისა და მისი უაღრესად პატივსაცემი პრეზიდენტის სურვილების მიმართ, როდესაც, მართალია წარუმატებლად, მაგრამ გამოსცადა რაკეტა. ცუდია!“, – წერს ტრამპი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები