LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინმა რაკეტა გაუშვა, თუმცა წარუმატებლად

108

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი სარაკეტო საცდელი გაშვება წარუმატებლად დაასრულა, ამის შესახებ სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმაც. მათი თქმით, რაკეტა გაშვებისას აფეთქდა. ჯერ-ჯერობით, არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის რაკეტა იყო.

გუშინ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც კიმ ჩენ ინის პაპის, კიმ ირ სენის დაბადების დღეს ეძღვნებოდა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო ბალისტიკური რაკეტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები