LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარადშიანი პარიზის მოდის კვირეულზე ნახევრადშიშველი მივიდა (ფოტო)

278

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ამჯერად პარიზში იმყოფებიან. წყვილი აქტიურად ესწრება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამარულ ჩვენებებს. კიმ კარდაშიანი ცდილობს არ ჩამორჩეს მოდის ფუძემდებლებს და საკუთარი სტილი დაამკვიდროს მოდის დედაქალაქში. ამჯერად 35 წლის ვარსკვლავი მოდის კვირეულზე მეუღლესთან ერთად მივიდა, წყვილი ხელჩაკიდებული გამოჩნდა ჟურნალისტებთან და ცხადია, კიმის ჩაცმულობა კვლავაც მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.

კიმ კარდაშიანს გამჭირვალე ბიუსტჰალტერი, ტყავის შარვალი და ბეწვის ქურქი ეცვა. კიმს კვალდაკვალ მიჰყვა უფროსი და ქლოე, რომელიც ჩვენებაზე პენუარითა და მაღალყელიანი ჩექმით მივიდა. პარიზულ ჩვენბაზე ბოიფრენდთან ერთად იმყოფებოდა კრის ჯენერიც, რომლის სექსუალური ლუქიც, შვილების სამოსთან შედარებით, საერთოდ შეუმჩნეველი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები