LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

76

კიმ კარდაშიანი შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს.

ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკით არ არის დაინტერესებული, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას კიმმა უპასუხა “არასდროს თქვა არასდროს.”

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა და დონალდ ტრამპმა კიმ კარდაშიანის თხოვნით სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა.

ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ კიმმა თქვა, რომ ის არ აპირებს მიღწეული შედეგით პოლიტიკური ქულების დაწერას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები