LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი ბავშვის გაჩენის სანაცვლოდ ქმარს ბრილიანტის კოლიეს სთხოვს

62

კიმ კარდაშიანმა ქმარს მოსთხოვა, 1 მილიონ დოლარად ღირებული ყელსაბამი აჩუქოს, რომელიც, მისი აზრით, ბავშვის გაჩენისთვის შესაფერისი საჩუქარი იქნება.

საკუთარი სურვილის შესახებ რეალითი-შოუს ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ორსულობისთვის საჩუქრად მივიღებდი Lorraine Schwartz-ის ბრილიანდის კოლიეს,“ – წერს კარდაშიანი.

კანიე უესტის ცოლი ამბობს, რომ ქალისთვის ბავშვის გაჩენის შემდეგ მატერიალური მხარდაჭერა და საჩუქრები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ერთმა ჩემმა მეგობარმა საჩუქრად ბავშვის გაჩენის შემდეგ მიიღო ძვირფასი ბრილიანტის თვლებიანი ბეჭედი, რომელიც მას ყოველთვის უნდოდა; მეორეს კი – საოცნებო მანქანა აჩუქეს,“ – ამბობს კიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები