LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი მოდის კვირეულზე პენუარითა და ხალათით მივიდა (ფოტო)

245

პარიზული მოდის კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გმირი კიმ კარდაშიანი იყო. რეალითი-შოუს ვარსკვლავი ჯერ ნახევრადშიშველი მივიდა კვირეულზე, მოგვიანებით კი მისი კოცნა უკრაინელმა ჟურნალისტმა სცადა, რასაც პოლიციამ თავდასხმის კვალიფიკაცია მისცა. ამის შემდეგ კიმ კარდაშიანი უკვე Givenchy-ს ჩვენებას დაესწრო და სკანდალმა არ დააყოვნა.

35 წლის ვარსკვლავი ჩვენებაზე თეთრი პენუარითა და ატლასის ხალათით გამოცხადდა. მართალია მაქმანიან პენუარსა და თეთრ ხალათში კიმ კარდაშიანი მიმზიდველად გამოიყურებოდა, თუმცა ფაქტია, რომ მოდური ბრენდის ჩვენებაზე მსგავსი ლუქი აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. კიმ კარადშიანი ჩვენებაზე დედასთან და უფროს დასთან ერთად იმყოფებოდა. კარდაშიანები კენდალ ჯენერის გამოსვლას ადევნებდნენ თვალს, რომელიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა Givenchy-ს უახლესი კოლექციის სამოსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები