LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი მშობიარობის შემდეგ საცურაო კოსტიუმში პირველად გამოჩნდა (ფოტო)

52

კიმ კარდაშიანმა დაამტკიცა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალზედ მარტივად შეიძლება აღიდგინო პირვანდელი ფორმები. მეტიც, შესაძლოა უკეთეს შედეგამდეც კი მიხვიდეთ. ფაქტია, რომ მშობიარობიდან რამდენიმე თვეში კარდაშიანი ფანტასტიურად გამოიყურება. ახალი ფოტოები ბაჰამის კუნძულებზე, The Blue Lagoon-შია გადაღებული მაშინ, როცა კარდაშიანები ქორთნის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ფოტოებზე კიმ კარდაშიანს Eres-ის შავი ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია, რომლის ღირებულებაც ინტერნეტში 285 ფუნტი სტერლინგია. ფოტოებზე ასევე ჩანან ქორთნი კარდაშიანი, კანიე უესტი, კიმის პირადი ასისტენტი და უახლოესი მეგობრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები