LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

43

სომხური წარმოშობის ამერიკელი მოდელი კიმ კარდაშიანი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და  სომხეთში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

„ჩემთვის შთამბეჭდავი  იყო იმის ხილვა, თუ როგორ გაერთიანდა სომეხი ერი  მშვიდობიანი პროტესტით ცვლილებისთვის.  ეს არის სომხეთისთვის ისტორიული დღე“, – წერს ის twitter-ზე.

 

შეგახსენებთ, ათდღიანი პროტესტი სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თანამდებობა გუშინ დატოვა.

სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები