LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის შემდეგ, მძარცველების მსხვერპლი მისი უმცროსი და გახდა

92

გასული წლის შემოდგომაზე, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში კიმ კარდაშიანის ნომერში მძარცველები შეიჭრნენ და ცნობილ ქალბატონს ძვირადღირებული სამკაული წაართვეს. ამჯერად კი, ბოროტმოქმედების მსხვერპლი მისი უმცროსი და, კენდალ ჯენერი გახდა. გამოცემა TMZ წერს, რომ მას 200 ათას დოლარად შეფასებული სამკაული მოპარეს.

როგორც პორტალმა გაარკვია, ხუთშაბათს ღამე ვარსკვლავმა 911-ზე მას შემდეგ დარეკა, რაც საკუთარ სახლთან ხმაური შემოესმა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ქურდობის კვალს ვერ მიაკვლიეს, თუმცა ჯენერის ძვირფასეულობა ადგილზე აღარ იდო. მათი დასკვნით, სახლში კენდალისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად ინახავდა ის სამკაულს.

ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები