LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა პირადი მცველი დაითხოვა (ფოტო)

183

კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა პირადი მცველი, პასკალ დევიუ სამსახურიდან დაითხოვეს. მიზეზი პარიზის სატუმრო Hôtel de Pourtalès-ში მომხდარი თავდასხმაა, რომლის დროსაც პირადი მცველი კიმ კარდაშიანთან არ იმყოფებოდა. ის კენდალ ჯენერსა და ქორთნი კარდაშიანს ღამის კლუბში ახლდა. დევიუ  წყვილთან უკვე 4 წელია მუშაობს და მას ხშირად ვხედავდით პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებშიც.

როგორც კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი აცხადებენ, პასკალ დევიუს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისი შეცდომა არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები