LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანს მშობიარობის ეშინია

37

კიმ კარდაშიანი კვლავ საკუთარი ორსულობის გამო წუწუნებს. რელითი-შოუს 35 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მშობიარობის ძალიან ეშინია. იგი ახლა ორსულობის მერვე თვეშია. კარდაშიანმა აღნიშნა, რომ მესამედ დაფეხმძიმებას აღარ გეგმავს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, საშინლად ვგრძნობ თავს. მუდმივად მეხვევა თავბრუ, გული აჩქარებული მაქვს, ფეხები შესიებული. ეს ყველაფერი კი ძალიან მოქმედებს ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე და თავი ხშირად უბედური მგონია,“ – ამბობს კარდაშიანი.

ამასთან, კიმი ძალიან განიცდის წონის მატებას. ორსულობის განმავლობაში მან 24 კგ მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები