LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინო ჟესტებით – ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

144

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება ნანა ჯანელიძის ფილმის: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!” ჩვენება. ფილმი ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის.

ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია რომელსაც ფილმის რეჟისორი – ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე დაესწრებიან.

“კინო ჟესტებით” ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების პროექტია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს ყრუთა კავშირის და კომპანიის adjaranet.com მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ფილმები ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ჟესტური ენის გამოყენებით იყოს ხელმსაწვდომი. ამ ეტაპზე ადაპტირებულია 10 ფილმი.

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები