LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟად ჰერმიონა დასახელდა

384

ჰერმიონა კინოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟია. რეიტინგი გამოცემა „The Hollywood Reporter”-მა 1800 მსახიობის, პროდიუსერის, რეჟისორისა და სცენარისტის გამოკითხვის შემდეგ შეადგინა. სიაში სულ 50 სახელი მოხვდა და „ჰარი პოტერის“ უახლოესი მეგობარი მათ სათავეშია.

შეგახსენებთ, რომ ამ როლზე ემა უოთსონი თავად ჯოან როულინგმა შეარჩია და როგორც ჩანს, არც შემცდარა.

რაც შეეხება რეიტინგის შემდეგ პოზიციას, მას „ვარსკვლავური ომების“ გმირი – პრინცესა ლეა იკავებს, ლიდერთა სამეულს კი ვამპირებთან მებრძოლი ბაფი ასრულებს. ეს როლი სარა მიშელ გელერმა მართლაც ოსტატურად შეარულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები