LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოს სახლს განახლებული დარბაზი აქვს (ფოტოები)

310

კინოს სახლის მცირე კინოდარბაზის რეკონსტრუქცია დასრულდა. ამის შესახებ კინოს სახლის facebook გვერდზე წერენ.

მათივე ინფორმაციით, დარბაზი აღიჭურვა ახალი, თანამედროვე აპარატურით, რაც გულისხმობს კინოსაპროექციოს, ეკრანს, 5.1 DOLBY surround აუდიო სისტემას, საკონფერენციო აუდიო სისტემას.

დარბაზში განახლდა სკამები, იატაკი, კედლები, სცენა, დამონტაჟდა სპეციალური აკუსტიკური მასალა, ახალი განათება და შეიცვალა გათბობისა და კონდენცირების სისტემა.

“საქართველოს კინოაკადემიის მიზანია, რომ განახლებულმა კინოდარბაზმა გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ალტერნატიულმა სივრცემ კინომოყვარულთათვის, აგრეთვე თანამშრომლობის ფარგლებში შესთავაზოს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუციებს მყარი კულტურული პლატფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებსა და მოლოდინს. აქედან გამომდინარე, კინოდარბაზს, გარდა კინოჩვენებებისა, ექნება საშუალება უახლოეს მომავალში უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, თემატურ საღამოებს, სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებს”, – ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები