LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოწყვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა

235

მართალია, ეკრანზე წყვილებს ყოველთვის მთელი გულით, ამაღელვებლად უყვართ ერთმანეთი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უმეტესობას ძალიან უჭირს საერთო ენის გამონახვა, ხანგრძლივი კამათის შემდეგ კი, სამუდამოდ შორდებიან ერთმანეთს.

რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი – მელოდრამის „დღიური“ გადასაღებ მოედანზე წყვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. მეტიც, გოსლინგი ირწმუნებოდა, რომ აბსოლუტურად არ ჰქონდა რომანტიკული გრძნობა პარტნიორის მიმართ და ძალიან უჭირდა შეყვარებულის როლის შესრულება. მართალია, გოსლინგმა სერიოზული სკანდალი მოუწყო პროდიუსერებს და მაკადამსის სხვა მსახიობით შეცვლაც მოსთხოვა, მაგრამ ფილმის გადაღების შემდეგ წყვილს მაინც ჰქონდა ხანმოკლე რომანი.

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი – როგორც ამბობენ, ფილმის „გრეის ორმოცდაათი ელფერი“გადამღები ჯგუფი პრაქტიკულად აიძულებდა მსახიობებს რომანტიკული გრძნობების გამოხატვას, რადგან ჯეიმის საშინლად ეჭვიანი მეუღლე ჰყავდა, დაკოტამ კი, ყველასთვის მოულოდნელად დაიმორცხვა და ძალიან გაუჭირდა როლის მორგება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გაუცრუა ფილმმა იმედი როგოც შემქმნელებს, ისე მაყურებლს.

კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი – რთული წარმოსადგენია, თუმცა ლეგენდარული მელოდრამის „9 ½ კვირა“ მთავარ გმირებს საშინლად სძულდათ ერთმანეთი. რურკი უგრძნობსა და უემოციოს ეზახდა კიმს, ბესინგერი კი, ამბობდა, რომ მიკის კოცნას ნამწვით სავსე საფერფლეს კოცნა ერჩივნა. სხვათაშორის, ბესინჯერს არასდროს მოსწონდა საკუთარი პერსონაჟი და დღემდე არ სურს მასზე საუბარი.

პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი – გამოცდილი სუეიზი ყოველთვის არაპროფესიონალად თვლიდა ახალგაზრდა ჯენიფერს, რომელიც ხშირად ტიროდა და გადასაღები მოედნიდან გარბოდა, რადგან ერთი სცენის რამდენჯერმე გადაღება უწევდა. წყვილის გამუდმებული კინკლაობით ისე დაიღალა შემოქმედებით ჯგუფი, რომ რამდენიმე ტექნიკურმა მოსამსახურემ საერთოდ უარიც თქვა მუშაობაზე.

დევიდ დუჰოვნი და ჯილიან ანდერსონი – მართალია, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ რეალურ ცხოვრებაში მსახიობებს საიდუმლო რომანი ჰქონდათ, მაგრამ სინამდვილეში, მათი  ურთიერთობა ყოველთვის შორს იყო რომანტიკულისგან, რადგან დუჰოვნის ჯილინის გულგრილობა აღიზიანებდა, ანდერსონი კი, ბრაზობდა, რომ პარტნიორს ბევრად მაღალი ჰონორარი ჰქონდა.

ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი – როგორც ამბობენ, მსახიობების უთანხმოება კინაღამ ფილმის „ტურისტი“ გადაღებების ჩაშლის მიზეზი გახდა, რადგან დეპი ჯოლის უნიჭოს, თუმცა საოცრად ამბიციურს ეძახდა, ანჯელინა კი, ბრაზობდა, რომ ეგოისტმა ჯონმა არც ფილმის ხათრით იკადრა მოწესრიგება და ჩვეული ფორმის დაბრუნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები